LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია – ბოლო თვეებში მმართველი ოფიციალური პირები გამოვიდნენ კანონების წინადადებებით, რომელთაც ქვეყანა ამ მიზანს დააშორეს

124
Capture

ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი, ვერა იუროვა აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“26 ოქტომბერს 3 მილიონზე მეტი ქართველი ახალი პარლამენტის ასარჩევად მისცემს ხმას. ეს საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ევროკავშირისკენ გზისთვის გადამწყვეტია. ის ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის.

გასულ დეკემბერს, როდესაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ეს ძლიერი სტიმული იქნებოდა მთავრობისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად, ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გასახსნელად. ამის ნაცვლად, ბოლო თვეებში მმართველი ოფიციალური პირები გამოვიდნენ კანონების წინადადებებით, რომლებმაც ქვეყანა ამ მიზანს დააშორეს. მიუხედავად მასობრივი პროტესტებისა, “უცხოური გამჭვირვალობის შესახებ” კანონი, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს, ხელახლა იქნა წარდგენილი და მიღებული.

სხვა წინადადებები, რომლებიც LGBTQI საზოგადოების სტიგმატიზებას ახდენს და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ასუსტებს, ასევე წინ იქნა წაწეული. ამავდროულად, ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა უფრო ხმამაღალი გახდა”, – განაცხადა იუროვამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g