LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა არ არის საკმარისად ძლიერი, რომ დამოუკიდებლად წინ აღუდგეს რუსეთის შეჭრას უკრაინაში

139
სანა მარინი

ფინეთის პრემიერ-მინისტრის სანა მარინის განცხადებით, „ევროპა არ არის საკმარისად ძლიერი, რომ დამოუკიდებლად წინ აღუდგეს რუსეთის შეჭრას უკრაინაში და იძულებული გახდა, აშშ-ის მხარდაჭერას დაყრდნობოდა“.

სანა მარინის განცხადებით, ბლოკმა უნდა მოუსმინოს წევრ ქვეყნებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყვნენ, როგორიც არის პოლონეთი და ბალტიისპირეთი, რომლებიც დასავლეთს აფრთხილებდნენ, რომ რუსეთს „არ აინტერესებს ეკონომიკური კავშირები, არ აინტერესებთ სანქციები, როცა საქმე ეხება უკრაინაში შეჭრას“.

„სასტიკად გულწრფელი უნდა ვიყო თქვენთან, ევროპა ახლა საკმარისად ძლიერი არ არის. აშშ-ის გარეშე გაგვიჭირდებოდა. შეერთებულმა შტატებმა ბევრი იარაღი, ფინანსური დახმარება გასცა, ბევრი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას და ევროპა ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ძლიერი. დიდი ხნის განმავლობაში, ევროპა აყალიბებდა სტრატეგიას რუსეთისთვის – ენერგეტიკის შეძენა რუსეთიდან და ამ ეკონომიკური კავშირების დაახლოება. ჩვენ გვეგონა, რომ ეს ომს თავიდან აგვარიდებდა“, – აღნიშნა სანა მარინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები