ორშაბათს, 20 აპრილს გერმანიამ და ნორვეგიამ, ავსტრიისა და ჩეხეთის მსგავსად, კარანტინის ზომების გამარტივება დაიწყო.
კარანტიის ზომების შემსუბუქებაზე იუწყება ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამენ ნეთანიაჰუც. ცნობილია, რომ ეტაპობრივი შემსუბუქება წმინდა მიწაზე ჯერ მხოლოდ ორი კვირით შემოიღებენ, იმისთვის, რომ ხელისუფლებამ შეძლოს შედეგების გაანალიზება.
ისრაელის ხელისუფლების მიერ შემუშავებული კარანტინის ეტაპობრივად შემსუბუქების ახალი ზომები, 19 აპრილს შევიდა ძალაში. ხელისუფლების გეგმის მიხედვით, სამსახურში დაბრუნება შეუძლიათ თანამშრომლების 30%-ს. ყველაზე ბოლოს ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
იგეგმება ელექტრონიკის, წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მღაზიების გახსნა. მაგრამ ეს ეხება იმ მაღაზიებს, რომლებიც სავაჭრო ცენტრეში არ არის განლაგებული. ძველებურად დაკეტილი იქნება ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და სამკაულების მაღაზიები. ასევე სათამაშოების მაღაზიები, სალონები და სავაჭრო ცენტრები.
ამ ყველაფრის პარალელურად ისრაელის ხელისუფლება გეგმავს, სკოლებში მეცადინეობის აღდგენას სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის. კვლავ ამუშავდება საბავშვო ბაღები. თუმცა ამჯერად ყველა ჯგუფში მხოლოდ 3 ბავშვი იქნება.
მოსახლეობას უფლება მიეცემა სპორტით ქუჩაში დაკავდეს, ოღონდ სახლს 500 მეტრზე შორს არ უნდა დაცილდნენ. ამასთან, ხალხს ერთობლივი ლოცვის შესაძლებლობა ექნება, რომელშიც მონაწილეობას 10 ადამიანი მიიღებს და ამავე დროს ერთმანეთისგან 2 მეტრით იქნებიან დაშორებული.
ხელისუფლება აცხადებს, რომ თუ ამ ზომებმა გაამართლა, ხელისუფლება გადახედავს იმის შესაძლებლობასაც, რომ კარანტინი კვლავ შეამსუბუქონ. თუ ქვეყანა პანდემიის ახალი აფეთქების წინაშე აღმოჩნდება, კარანტინის კვლავ გამკაცრება მოუწევთ.
გერმანიის ხელისუფლებამ ასევე გადაწყვიტა თითქმის ერთთვიანი კარანტინის ზომების შემსუბუქება. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მარტის შუა რიცხვებიდან კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა იკლო, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.
სავაჭრო ცენტრების გახსნას ქვეყანაში არ ჩქარობენ.
გერმანიაში ასევე იგეგმება ბიბლიოთეკების გახსნა, თუმცა იმ პირობით, რომ მკაცრად უნდა იყოს დაცული დისტანცია.
გერმანიაში 4 მაისიდან თმის შეჭრა შესაძლებელი იქნება. სწორედ ამ დღეს იგეგმება სალონების გახსნა. სტილისტებს მოუწევთ ნიღბებითა და ხელთათმანებით მუშაობა. თუმცა კოსმეტოლოგებთან ვიზიტსა და მასაჟის გაკეთებას გერმანელები კვლავ ვერ მოახერხებენ.
გერმანიაში სკოლებისა და მაღაზიების გახსნას ნაბიჯ-ნაბიჯ აპირებენ, ისე, რომ აჯანმრთელობას რაიმე ზიანი არ მიადგეს.
ნორვეგიაში 20 აპირილიდან საბავშვო ბაღები გაიხსნა. თუმცა იქ სისუფთავის განსაკუთრებული ზომების დაცვა აუცილებელია.
ამასთან, 20 აპრილიდან ნორვეგიაში ფიზიოთერაპიის კაბინეტები გაიხსნა და ფსიქოლოგებმაც დაიწყეს პაციენტების მიღება. ბარები და რესტორნები კვლავ დახურულია. მასობრივი კულტურული და სპორტული ღონისძებები მინიმუმ ივნისის შუა რიცხვებამდე გადადეს.
სკანდინავიის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ კარანტინის ზომებს თანდათან შეამცირებენ, რადგან ვირუსის გავრცელებას აკონტროლებენ.
ამ ქვეყნების რიცხვს მაისიდან იტალიაც შეუერთდება. ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაწესებული ზომების მოხსნას გეგმავს. ამის მიზეზი კი კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების შემცირებაა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ შეზღუდვების მოხსნა 4 მაისიდან ეტაპობრივად დაიწყება.
„ნეტა, შემეძლოს ამის თქმა: მოდი ყველაფერი გავხსნათ ახლავე, ხვალიდან… მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება უპასუხისმგებლო იქნება. ასე მოქცევა ვირუსის უკონტროლო გავრცელებას გამოიწვეს და ყველანაირ ძალისხმევას, რაც კი აქამდე გვქონია, ხაზს გადაუსვამს“, – აღნიშნა კონტემ.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო 11 მარტს პანდემია გამოაცხადა.