LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა ლიგის ფაქტები და მოსალოდნელი ტრანსფერები – ამბები მოკლედ

80
72745456-10157310088037713-5661445728594034688-o

„ნაპოლიმ“ იბრაჰიმოვიჩს 1.5 წლიანი კონტრაქტი შეთავაზა 4 მლნ ევროს ანაზღაურებით.

ნიკოლა პეპემ „არსენალში“ პირველი დუბლი გააკეთა. ის სარეკორდო 80 მილიონად იყიდეს.

პეპემ პირველად ბოლო 6 წელიწადში გაახერხა დუბლი ევროპის ლიგის მატჩში, გაიტანა რა ჯარიმები.

პეპე და ფრანკო ვასკესი ევროპის ლიგის კვირის მოთამაშის პრეტენდენტები არიან.

16 წლის ბონე („რენი“) გახდა ყველაზე ახალგაზრდა მეკარე, რომელმაც ევროპის ლიგაზე ითამაშა.

მარტო „სევილიამ“ და „არსენალმა“ მოიგეს ევროპის ლიგის ჯგუფში პირველი სამი თამაში.

„მანჩესტერმა“მარტის შემდეგ გასვლაზე პირველად მოიგო და ამით 11-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

„მანჩესტერმა“ პირველად გაიტანა აგვისტოს შემდეგ სტუმრად.

„ინტერი“ მზადაა რაკიტიჩი იყიდოს „ბარსასგან“ 38 მილიონ ევროდ იანვარში.

„მან სიტი“ და ვეგეტერიანული საკვების ბრენდი Garden Gourmet პარტნიორები გახდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები