LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაბეთსა და სპორტული ნარდის ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

94
ევროპაბეთი ფოტო

კომპანია ევროპაბეთსა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ევროპაბეთი სპორტის ამ სახეობას აქტიურად დაუჭერს მხარს და მის განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანს.

ბოლო თვეების განმავლობაში ევროპაბეთმა ასევე გააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულებები საქართველოს ჭადრაკის, უძლიერეს მამაკაცთა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციებთან. კომპანია ასევე არის დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი.

სპორტული ნარდის ფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმი, ისევევ როგორც მანამდე გაფორმებული ყველა ხელშეკრულება, ევროპაბეთის პროექტის “პასუხისმგებლიანი თამაშის” ნაწილია.

რევაზ ცხოვრებაშვილი (საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი): “მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ევროპაბეთს მხარდჭერისთვის. ნარდი ტრადიციული ეროვნული თამაშია. ასეთი ძლიერი კომპანიის ინტერესი უზომოდ გვახარებს, მათი გვერდში დგომა სპორტის ამ სახეობას პოპულარიზაციის მხრივ ძალიან გამოადგება. არსებულ ვითარებაში ტურნირების ციფრულ სივრცეში გადატანა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ევროპაბეთის პლატფორმა მოგვცემს საშუალებას, გავუმკლავდეთ შეფერხებებს. მომავალში ძალიან ბევრი საინტერესო და მასშტაბური ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც იმედი მაქვს, ჩვენი ახალი პარტნიორის მხარდაჭერით განვახორციელებთ”.

მაშინ, როდესაც პანდემიის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სახლში დარჩენა მთავარი რეკომენდაციაა, იგეგმება სპორტული ნარდის ეროვნული ფედერაციის ეგიდით მიმდინარე სხვადასხვა ტურნირების ევროპაბეთის პლატფორმაზე ჩატარება.

ევროპაბეთი სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმაა რეგიონში, რასაც ბოლო დღეების სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს. ნარდი, ბურა, დომინო, პოკერი – პოპულარულ სამაგიდო თამაშებს ევროპაბეთზე ერთდროულად რეგულარულად რამდენიმე ათასი ადამიანი თამაშობს. უფასო ტურნირები შაბათ-კვირას მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, ზოგიერთი მათგანის საპრიზო ფონდი 10 000 ლარს აღწევს და მისი გაზრდა კიდევ იგეგმება.

რამდენიმე თვის წინ ევროპაბეთმა ახალი პროექტის, “პასუხისმგებლიანი თამაში” დაწყების შესახებ ამცნო საზოგადოებას. კომპანია ეტაპობრივად ამბობს უარს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი.

კამპანია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს – პასუხისმგებლობას ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. თითოეული მიმართულებით უკვე გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები, როგორიც არის: “დროის კონტროლის” ხელსაწყო, გარე რეკლამის აკრძალვა, თანამშრომლობა ფსიქოტერაპიულ ცენტრთან და ქართული სპორტის მხარდასაჭერი არაერთი პროექტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g