LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპამ ფანჯარა მიხურა: ლივერპულმა ვიღაც უცნობები დაიმატა, ერთი გუნდი კი მამიკოს ბიჭებს აგროვებს

115
rue94e5f4e06a

ტრადიციული ატრაქციონი დასრულდა – ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. დიდა გამორჩეული და ხმაურიანი მიდი-მოდი არ ყოფილა. ერთი, რომ კრიზისის დროს კლუბები ფულის ხარჯვას ერიდებიან და მეორეც, ზამთარში გასაგიჟებელი ტრანსფერები ისედაც არ ხდება ხოლმე.

 

„ლივერპულმა“ ორი ცენტრალური მცველი გაიფორმა. ერთია ბენ დევისი „პრესტონიდან“, მეორე ოზან კაბაკი „შალკედან“ (იჯარა სეზონის ბოლომდე).
„ლივერპულმა“ ისიც გამოაცხადა, რომ ტრავმირებული ჟოელ მატიპი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

„ლივერპულმა“ სეზონის ბოლომდე იჯარით დაუთმო „საუთჰემპტომს“ მინამინო.

„უნიონი“ „ლივერპულს“ მეკარე კარიუსს უბრუნებს.

დელე ალი „ტოტენჰემში“ დარჩა. ის პოჩეტინოსთან პარიზში არ გაუშვეს.

„ტოტენჰემმა“ დაიბრუნა „ბენფიკაში“ სკამზე მჯდომი ჟედსონ ფერნანდეში. ლისაბონელებმა ფეხბურთელი იჯარით „გალათასარაის“ მისცეს.

„კრისტალ პალასმა“ და გუაიტამ ხელშეკრულება 2023 წლამდე გააგრძელეს. მეკარეს 4 მშრალი მატჩი აქვს პრემიერლიგაში.

„ბრაიტონმა“ 4.5 მლნ ფუნტად მოიეს კაისედო იყიდა. ეკვადორელი „მანჩესტერსაც“ უნდოდა.

„უოტფორდმა“ გაიფორმა ბერგკამპის ვაჟი. ამ გუნდში უკვე არიან დენის უაიზი და პოჩეტინოს შვილი.

შკოდრან მუსტაფი „არსენალში“ აღარ არის. ის „შალკემ“ წაიყვანა.

ენსლი მეიტლენდ-ნაილსი „ვესტ ბრომვიჩის“ გადასარჩენად გაეშურა.

სამი ხედირა 10 წლის შემდეგ ბუნდესლიგაში დაბრუნდა. მისი ახალი კლუბი „ჰერტაა“, ექს “იუვენტუსელმა“ ახალ კლუბში 28 ნომერი აიღო.

„იუვენტუსმა“ რუგანი იჯარით დაუთმო „კალიარის“. მცველმა 2 მატჩი ითამაშა „რენის“ შემადგენლობაში.

„იუვენტუსმა“ ასევე იჯარით მისცა მანდრაგორი „ტორინოს“, რომელსაც ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება 16, 14 ან 9 მლნ ევროდ.

„რომამ“ იჯარით აიყვანა რეინოლდსი „დალასიდან“ და 6.75 მლნ ევროდ ყიდვის უფლებაც ექნება. ეს მცველი „იუვენტუსაც“ სურდა.

კრისტიან ერიქსენი „ინტერში“ დარჩა.

„ფიორენტინამ“ „ტორინოს“ 37 წლის მეკარე როზატი გადაიყვანა.

„ბარსელონამ“ იჯარით „ნიცას“ ტოდიბო მისცა, გამოსყიდვის უფლება 8.5+7 მლნ ევრო ღირს.

„რეალისა“ და პსჟ-ს ყოფილი ფორვარდი ხესე „ლას პალმასში“ აღმოჩნდა სეზონის ბოლომდე.

„აიაქსმა“ „სევილიიდან“ იდრისი წაიყვანა იჯარით სეზონის ბოლომდე.

„ბაიერნმა“ ზირკზეე „პარმაში“ გაუშვა იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის უფლებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები