„ბადაგონის“ კიდევ ერთი წარმატება ევროპაში – მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურს Concours Mondial de Bruxelles-ზე ბადაგონის ღვინომ „კახური წარჩინებული” ოქროს მედალი მოიპოვა.
კონკურსში მონაწილეობა მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან წარმოდგენილმა ასობით ღვინომ მიიღო, რომლებსაც ცნობილი სომელიეებისა და ღვინის ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური აფასებდა.
„ვულოცავთ ამ დიდ გამარჯვებას ბადაგონის თითოეულ გულშემატკივარს!“, – აცხადებენ „ბადაგონში“.