LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტარების განცხადებები პოლიტიკური კრიზისის სასწრაფოდ გადაწყვეტის აუცილებლობას კიდევ ერთხელ შეგვახსენებს: მამუკა ხაზარაძე

42
მამუკა-ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ევროკავშირის პარლამენტარების ერთობლივი განცხადება  საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის სასწრაფოდ გადაწყვეტის აუცილებლობას კიდევ ერთხელ შეგვახსენებს.

როგორც ხაზარაძე ამბობს, სასწორზე დევს არც მეტი არც ნაკლები – ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანი ან ქვეყნის ეკონომიკის სრული კოლაფსი.

„ოპოზიციამ ბატონი დანიელსონის 5-პუნქტიანი შეთანხმებიდან, 3 საკითხზე სრული თანხმობა განაცხადა, რაზეც მსგავსი თანხმობა „ქართული ოცნებისგან“ არ მიგვიღია… პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ეს მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს, როგორც უაზრო და უშინაარსო, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ოცნება“ არაა დაინტერესებული, პრეზიდენტ მიშელის მედიატორობით შეთანხმების მისაღწევად,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, „ლელო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები დარჩენილი ორი საკითხის შესათანხმებლად მზადყოფნას კიდევ ერთხელ ადასტურებენ. რაც შეეხება ეკონომიკას,  ხაზარაძის შეფასებით, საგანგაშოა ის გარემოება, რომ მთავრობას ანტიკრიზისული სამოქმედო გეგმა არ გააჩნია .

„ლელო“ კიდევ ერთხელ სთავაზობს ხელისუფლებას, რომ შეიქმნას ინტერპარტიული ანტიკრიზისული საბჭო. „ლელო“ მზადაა განსახილველად თავისი სამოქმედო პროგრამა წარადგინოს. მიუხედავად პოლიტიკური დაპირისპირებისა, ახლა ერთობლივი მოქმედებაა საჭირო, რათა ქვეყანას და ჩვენს მოქალაქეებს ავარიდოთ მოსალოდნელი ეკონომიკური კრახი“, – განაცხადა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები