„ევროპარლამენტი აღიარებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადებს გაწევრიანების შესახებ“,- ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.
რობერტა მეცოლამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართული შეხვედრა შეაჯამა.
„შევხვდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს. მისასალმებელია დიპლომატიური მხარდაჭერა უკრაინისადმი. ევროპარლამენტი აღიარებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადებს გაწევრიანების შესახებ. კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ხელშესახები საპარლამენტო დიალოგი დემოკრატიისთვის აუცილებელი წინაპირობაა“, – წერს რობერტა მეცოლა.
Met Parliament Speaker of Georgia @shpapuashvili. Welcomed diplomatic support on Ukraine.@Europarl_EN acknowledges application for EU Membership. ?? ?? ?? belong to European family.
Rule of law, independent judiciary & real parliamentary dialogue are essential for democracy. pic.twitter.com/1jLbYCuEjM
— Roberta Metsola (@EP_President) March 30, 2022