LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში, 1,2 მილიარდი ევროს მოცულობის სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა

62
ევროპარლამენტი

598 ხმა 55-ის წინააღმდეგ – ევროპარლამენტმა უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში, 1,2 მილიარდი ევროს მოცულობის სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა.

ფინანსურ დახმარებას უკრაინა ორი ტრანშის სახით მიიღებს. თანხის ნახევარი, წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოიყოფა და ის უკრაინაში სტაბილურობის გაძლიერებას მოხმარდება. ამასთან, თანხის გასაცემად, ქვეყანამ უნდა აჩვენოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მაკროეკონომიკური პროგრამის განხორციელებაში პროგრესი.

სესხი ემსახურება „სწრაფ მხარდაჭერას მწვავე კრიზისის ვითარებაში და ქვეყნის მედეგობის გაძლიერებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები