LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპას „ჩამთრევი“ აპლიკაციების აკრძალვა სურს

129
thumb_1024x663_big-tech-11zon

ევროპის პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიებს დაავალდებულებს რომ თავისი აპლიკაციები ნაკლებად „ჩამთრევი“ გააკეთონ. უფრო ზუსტად კი მათ აეკრძალებათ ისეთი ფანდების გამოყენება, რომელიც მომხმარებელს ტელეფონის ხელში ჭერის სურვილს კიდევ უფრო უღვივებს.

პროექტის მიხედვით, აკრძალვა შესაძლოა შეეხოს ალგორითმებს, რომელიც ვიდეოებში ავტომატურად ირთვება. ასევე უნდა გაუქმდეს ავტომატური შეტყობინებები და მომხმარებელს მათი ჩართვა სურვილის შემთხვევაში უნდა შეეძლოს. გარდა ამისა, აპლიკაციებმა მომხმარებლებს გაფრთხილება უნდა გაუგზავნონ მას შემდეგ, რაც პლატფორმაზე 30 წუთზე მეტს გაატარებენ.

კანონპროექტის ავტორი ნიდერლანდელი დეპუტატია. მისი აზრით, „ჩამთრევი“ აპლიკაციები ყურადღების კონცენტრაციასა და ტვინის განვითარებაზე ადრეული ასაკიდანვე მოქმედებს და პერსპექტივაში ცუდი გავლენის მოხდება მთელ თაობებზე შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები