“რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატო-სგან განსხვავებით, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა 2014 წელს ხელისუფლების ცვლა უკრაინაში და მოახდინა მოსკოვის პროვოცირება საკუთარი საზღვრების რუსეთის საზღვრებთან მოახლოებით,” – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი იენს სტოლტენბერგის განცხადებას.
პესკოვის განმარტებით, დიდწილად ევროპაში ამჟამად არსებული ვითარება გამოწვეულია „ნატო-ს აგრესიული თავდასხმითა“ და „ალიანსის მიახლოებით რუსეთის საზღვრებთან“.
„ნამდვილი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის ჩვენს კონტინენტზე, ევროპაში – ეს ალბათ, ის გადატრიალებაა, რომელიც უკრაინაში 2014 წელს მოხდა და რომელსაც რეჟისორობა ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა გაუწიეს, მიუხედავად გარანტიებისა, რომლებსაც იძლეოდნენ რიგი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. აქედან ჩნდება საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის“, – განაცხადა პესკოვმა.