LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოლტენბერგი: თუ პუტინი გაიფიქრებს ნატოს წევრ ქვეყნებს გაუკეთოს ის, რაც საქართველოს, მოლდოვას ან უკრაინას გაუკეთა, მთელი ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება

121
Untitled design (2)

ნატოს გენერალური მდივანი უკრაინაში ომის მიმდინარეობას აფასებს და ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დღევანდელი ვითარება ევროპისთვის ყველაზე საშიშია.

სტოლტენბერგმა დღეს, 4 აგვისტოს ნორვეგიაში სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ დასავლეთის ინტერესშია, ამ ტიპის აგრესიულმა პოლიტიკამ წარმატებას ვერ მიაღწიოს და აღნიშნა, რომ დაუშვებელია, რუსეთს გამარჯვების უფლება მისცენ.

როგორც მან აღნიშნა, იმისათვის, რომ მოსკოვმა არ მიაღწიოს წარმატებას, ნატოს და მის წევრ ქვეყნებს შესაძლოა კიდევ დიდხანს მოუწიოს უკრაინის მხარდაჭერა იარაღით და სხვა სახის დახმარებით.

სტოლტენბერგმა საუბრის დროს საქართველოც ახსენა:

“თუ პრეზიდენტი პუტინი იფიქრებს, რომ ნატოს რომელიმე ქვეყანას გაუკეთოს ისეთი რამ, რაც გაუკეთა საქართველოს, მოლდოვას ან უკრაინას, მაშინ მთელი ნატო დაუყოვნებლივ ჩაერთვება”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g