LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ინგლისი და საფრანგეთი ყოჩაღობენ: მბაპე ჩვეულებრივებში აღარ წერია

116
5c995a3b85c3f

ევროპაში კონტინენტის პირველობის შესარჩევი მატჩებია. როგორც ხდება ხოლმე, ასეთ დროს რაიმე რეკორდიც მყარდება და სხვა ბევრი საინტერესო სტატისტიკური მაჩვენებელიც იჩენს თავს.

მივყვეთ ახალ მიღწევებს, თუმცა ძირითად ორ გუნდს ეხება: საფრანგეთსა და ინგლისს.

საფრანგეთმა პირველად ბოლო 6 წელიწადში გაიტანა 4+ გოლი ზედიზედ ორ მატჩში.

მბაპე ყველაზე ახალგაზრდა ფრანგია, რომელმაც ნაკრებში 30 გოლი გაიტანა.

მბაპე ყოველ 83.5 წუთში იტანს გოლს და ან აძლევს საგოლე პასს კლუბსა და ნაკრებში.

კილიან მბაპემ ტრეზეგეს შემდეგ საფრანგეთის შემადგენლობაში გაიტანა 12+ გოლი პირველ 30 მატჩში.

ოლივიე ჟირუმ 35-ე გოლი გაიტანა ნაკრებში. უფრო მეტი მარტო ტიერი ანრის (51) და მიშელ პლატინის აქვთ (41).

ანტუან გრიზმანმა საფრანგეთის ნაკრებში 28-ე გოლი გაიტანა და ისტორიაში მეშვიდე ადგილს იყოფს იური ჯორკაეფთან ერთად.

სამუელ უმტიტიმ ისლანდიასთან მატჩში გააკეთა 100% ზუსტი პასები (107) და გოლიც შეაგდო.

და კიდევ: საფრანგეთმა ისლანდიასთან რეტრო-ფორმით ითამაშა ფეხბურთის ფედერაციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

ინგლისი მეოთხე ნაკრებია, რომელმაც ევროს შესარჩევში ზედიზედ 12+ თამაში მოიგო.

ინგლისმა 5+ გოლი ზედიზედ ორ მატჩში პირველად გაიტანა ბოლო 35 წელიწადში.

რაჰიმ სტერლინგმა ინგლისის შემადგენლობაში ბოლო 4 მატჩში 6 გოლი გაიტანა. პირველ 45 თამაშში 2 გოლი იყო.

ჰადსონ-ოდოი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა უეინ რუნის შემდეგ, რომელმაც ინგლისის სასტარტოში ოფიციალური მატჩი ითამაშა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები