თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ევროპაში მალე „წმინდა ომები დაიწყება“, იმის მიუხედავად, რომ ჰოლანდიაში ულტრამემარჯვენე ლიდერი, გერტ ვილდერსი არჩევნებში დამარცხდა.
მევლუთ ჩავუშოღლუ ჰოლანდიის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მარკ რიკეს „თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის სახალხო პარტიის“(VVD) გამარჯვებას არ მიესალმება.
„ნიდერლანდებში არჩევნები დასრულდა. თუ გადახედავთ ბევრ პარტიას, განსხვავებას ვერ ნახავთ სოციალ-დემოკრატებსა და ფაშისტ ვილდერსს შორის,“ – განაცხადა გამოცემასთან Hurriyet.
ჩავუშოღლუს თქმით, „მათ ყველას ერთნაირი მენტალიტეტი აქვთ“.
„საით მიგყავთ ევროპა? მალე კოლაფსი დაიწყება, ევროპას უფსკრულისკენ მიათრევთ. სულ მალე ევროპაში წმინდა ომები დაიწყება,“ – აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.