LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში მეცნიერ და ინჟინერ ქალთა რიცხვმა იმატა

129
Gorodenkoff_shutterstock_1922200124_RV

ევროპაში მოღვაწე ინჟინერთა და მეცნიერთა 41% ქალები არიან. ამჟამად ამ სფეროებში მოღვაწე ქალბატონთა რიცხვი ევროკავშირის ქვეყნებში 7,3 მილიონს აღწევს, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 310 ათასით მეტია. ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სააგენტო ევროსტატი ავრცელებს.

მეცნიერ და ინჟინერ ქალთა რაოდენობით ლიდერი დანიაა (53%), მეორე ადგილს ლიეტუვა (52%) და მესამეს ბულგარეთი (51%) იკავებს.

რეიტინგის მეორე ბოლოში მოექცა უნგრეთი (31%), ფინეთი (32%) და გერმანია (34%).
ყველაზე მეტი (88%) ინჟინერი და მეცნიერი ქალბატონი მომსახურების სფეროშია დასაქმებული. მაღალტექნოლოგიურ ნაწილში 10,8% საქმიანობს, ხოლო 7,7% – წარმოების პროცესშია ჩართული.

ქალბატონთა შემთხვევაში ყველაზე არაპოპულარულ საქმიანობას წარმოადგენს -საფოსტო სამსახური, წყლის და ჰაერის ტრანსპორტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები