ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 180-ს გადააჭარბა. მაშველები დაკარგულებს 24-საათიან რეჟიმში ეძებენ.
გერმანიაში წყალდიდობას სულ მცირე 156 ადამიანი, ხოლო ბელგიაში სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა.
სტიქიური უბედურება გერმანიისა და ბელგიის გარდა ავსტრიას, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგსაც დაატყდა თავს.
ექსპერტები დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მასშტაბურ წყალდიდობას გლობალურ დათბობას უკავშირებენ.