LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელები ელექტრომობილებს უფრო ხშირად ყიდულობენ, ვიდრე დიზელზე მომუშავე მანქანებს

120
best-electric-cars-2019-kona-electric

ივნისის თვეში ევროკავშირის ქვეყნებში ელექტრომობილების გაყიდვის მაჩვენებელმა 15,1% შეადგინა. ევროპის ისტორიაში პირველად, ეს ციფრი უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე დიზელის ავტომობილების გაყიდვების წილი (13,4%). ასეთ მონაცემებს ავტომწარმოებელთა ევროპული ასოციაცია ავრცელებს.

მთლიანობაში ივნისის თვეში ევროკავშირის ქვეყნებში 1 მილიონზე მეტი ახალი ავტომობილი გაიყიდა. ამასთან, ბენზინის მანქანები ისევ ლიდერები არიან, მთლიანი გაყიდვების 36,3%-იანი წილით.

ჰიბრიდები პოპულარულთა შორის მეორე ადგილს იკავებენ და ბაზრის 24,3% აიღეს.

შეგახსენებთ, რომ 2035 წლისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოშვებული ყველა ახალი ავტომობილი ნულოვანი გამონაბოლქვით უნდა იყოს. გარდა ამისა, ბაზრიდან სრულად უნდა გაქრეს დიზელის და ბენზინის მანქანები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g