LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელები ელექტროქარებით უფრო ხშირად გადაადგილდებიან, ვიდრე ტრადიციული ძრავის მქონე ავტომობილებით

70
hevrolet45

კომპანია Nissan–ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ევროპელი ავტომფლობელები წლის განმავლობაში ელექტროქარებით ბევრად უფრო მეტ კილომეტრს გადიან, ვიდრე შიდა წვის ძრავის მქონე მანქანებით. ამასთან, „მწვანე“ ტრანსპორტის მძღოლთა უმრავლესობას არ ადარდებს ის ფაქტი, რომ მათთვის სვლის მარაგი შეზღუდულია და არსებული დასამუხტი სადგურების რაოდენობაც სრულად აკმაყოფილებთ.

კვლევით დადგინდა, რომ ელექტრომობილების მფლობელები წელიწადში 530 კილომეტრით უფრო მეტს გადიან, ვიდრე შიდა წვის ძრავის მქონე მოდელების მეპატრონეები. სპეციალისტთა შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ელემენტიანი ტრანსპორტი არამხოლოდ „სწორი არჩევანი“, არამედ ნამდვილად კომფორტული გადაადგილების საშუალებაა.

ტრადიციული მანქანების მფლობელები წელიწადში საშუალოდ 13 600 კილომეტრს გადიან, ხოლო ელექტროქარების მფლობელები 14 300 კილომეტრს. ამასთან, „მწვანე“ ავტომობილებს ყველაზე მეტად იტალიელები აფასებენ და ყოველ წელს 15 ათასი კილომეტრის გავლასაც ასწრებენ. ხოლო ნიდერლანდელები, რომლებიც თავის ელექტროქარებს ყველაზე ნაკლებად იყენებენ, 14 800 კილომეტრს ფარავენ.

და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ მძღოლთა უმრავლესობა თავისი ეკოლოგიური ტრანსპორტით ძალიან კმაყოფილია, 69%–მა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურა ძალიან მოსწონს, 70%–ის აზრით კი არსებული სვლის მარაგი მათ მოლოდინებს აჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g