რუსეთი ევროპას ისევ ბუნებრივი აირის საკითხით აშანტაჟებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ევროპას გაზსადენ Nord Stream 2-ის შეჩერებით, 1000 კუბური მეტრის მოცულობის გაზში, 2000 ევროს გადახდა მოუწევს.
„გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გასცა ბრძანება, რომ შეჩერდეს Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირება. კარგი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სამყაროში, სადაც ევროპელები მალე 1000 კუბურ მეტრ გაზში 2000 ევროს გადაიხდიან“, – წერს მედვედევი „ტვიტერზე“.
ბოლო მონაცემებით, ამჟამად ევროპაში 1000 კუბური მეტრი გაზი 830 ევრო ღირს.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, გერმანია საპასუხო ნაბიჯების გადადგმას იწყებს და რუსულ გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკად 2-ს” ლიცენზიას უჩერებს. როგორც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, ეს არის გადაწყვეტილება რუსეთისგან სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ორი რეგიონის აღიარების საპასუხოა.
რაც შეეხება თავად გაზსადენს – პროექტი “ჩრდილოეთის ნაკადი 2” რუსეთის 11 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზსადენია და მან გაზი გერმანიას რუსეთის არქტიკის რეგიონიდან, ბალტიის ზღვით, უკრაინის გვერდის ავლით უნდა მიაწოდოს.