LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელები ყოველ წელს სულ უფრო და უფრო ნაკლებ ნაგავს ყრიან

154
3343_47_31-garbage-containers-europe

ევროპის საშუალო სტატისტიკური მაცხოვრებელი გასულ წლებთან შედარებით 19 კილოგრამით ნაკლებ ნაგავს ყრის. საუბარია ყველანაირ ნარჩენზე – იქნება ეს საკვები, დამტვრეული სათამაშოები თუ ელექტრო ტექნიკა. ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სააგენტო ევროსტატი ავრცელებს.

ყველაზე ნაკლებ ნაგავს ყრიან რუმინეთში (თოთო ადამიანი წელიწადში 301 კგ-ს), პოლონეთში (364 კგ), ესტონეთში (373 კგ) და შვედეთში (395 კგ). ყველაზე მეტი ნარჩენია – ავსტრიაში (827 კგ), დანიაში (787 კგ) და ლუქსემბურგში (720 კგ).

საშუალო სტატისტიკური ევროპელი წელიწადში 513 კილოგრამ ნარჩენს ყრის და აქედან 131 კილოგრამი საკვებზე მოდის.

ამასობაში, ევროპული ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ადგილობრივებს ნაგვის შემცირების მოტივაცია მისცენ. მაგალითად, ვენის მოსახლეობას ძველი ნივთების შეკეთებისთვის ფულსაც კი უხდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები