ევროპელთა 11%-მა 2021 წელს ზრდასრულ ასაკში სწავლა გააგრძელა. ასეთ მონაცემებს ევროპის სტატისტიკური სააგენტო “ევროსტატი” ავრცელებს.
მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლა მოიაზრებს განათლების ყველა ფორმას – დაწყებული მასტერ-კლასებით თუ მოკლე კურსებით- უნივერსიტეტებში სწავლით დამთავრებული.
ასაკში მყოფმა ადამიანებმა თითქმის ყველა ქვეყანაში მოუხშირეს სწავლას. თუმცა, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ნიდერლანდებში (+10%), შვედეთში (+9%) და ფინეთში (+7).
განათლებას მოწყურებულ სახელმწიფოთა ათეულში მოხვდა ასევე – დანია, სლოვენია, ესტონეთი, ლუქსემბურგი, ავსტრია, ესპანეთი და მალტა.
რეიტინგის მეორე ბოლოში მოექცა ბულგარეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ხორვატია და პოლონეთი.