LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპელი სოციალისტები” – კატეგორიულად ვგმობთ ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ პოლიტიკურ პროვოკაციას

110
უსათაურო დიზაინი (1)

საპარლამენტო პარტია “ევროპელი სოციალისტები” განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ კატეგორიულად გმობს ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ პოლიტიკურ პროვოკაციას.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, “ევროპელი სოციალისტები” მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს:

“საქართველოს საპარლამენტო პოლიტიკური პარტია “ევროპელი სოციალისტები” მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, რაც დასტურდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეის 1971 წლის N2758 რეზოლუციით.

ამასთან, 1975 წლის 1 აგვისტოს, ჰელსინკში მიღებულ იქნა მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომლითაც განისაზღვრა სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის პრინციპი, რომელსაც მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფომ მოაწერა ხელი და შეუერთდა.

აქედან გამომდინარე, საქართველო, რომელიც ერთგულია საერთაშორისო დონეზე აღიარებული ვალდებულებების და მიერთებულია არა ერთ კონვენციას, თუ ხელშეკრულებას, მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს და ტაივანს აღიარებს, როგორც ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს.

საპარლამენტო პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ კატეგორიულად გმობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ პოლიტიკურ პროვოკაციას.

პარტიის წევრთათვის, მიუღებელია ერთიანი ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა და სეპარატისტული აქტივობების ხელშეწყობა.
მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიულ და კანონიერ საზღვრებში, განვითარებული მოვლენები, გახლავთ მცდელობა, რომ პროვოკაციებითა და წაქეზების პოლიტიკით, მსოფლიოში წარმოიქმნას დაძაბულობის კიდევ ერთი კერა.
ქართველი ხალხი ისტორიულად კეთილგანწყობილი იყო და მუდამ მხარს უჭერდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკას.

„ცნობილია, ჩვენი ხალხის ისტორიული დამოკიდებულება ჩინელი ხალხის მიმართ, სახელმწიფოში სოციალისტური იდეოლოგიიდან გამომდინარე, რომელიც ასე კარგად არის შერწყმული კერძო საკუთრების პრინციპებთან, რაც საბოლოო ჯამში, გახდა უმთავრესი საფუძველი იმ უდიდესი ეკონომიკური წინსვლისა, რასაც ბოლო პერიოდში, ჩინეთის სახელმწიფომ სამაგალითოდ მიაღწია.“ – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, საქართველოსთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორს, როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით.

“ჩვენ მადლიერი ვართ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობის, იმ მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რაც მათი მხრიდან გამოიხატება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარების თვალსაზრისით”, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g