LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპელმა სოციალისტებმა” და “მოქალაქეებმა” პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღეს, მათ მიმართ აგრესიული და ორკესტრირებული ნეგატიური კამპანია საგანგაშოა: თალაკვაძე

69
FORTUNA.GE-

“მისასალმებელია, რომ ორმა ოპოზიციურმა პარტიამ – “ევროპელმა სოციალისტებმა” და “მოქალაქეებმა” პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღეს და პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთნენ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და საგანგაშო უწოდა იმ ფაქტს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მათ მიმართ, აგრესიული და ორკესტრირებული ნეგატიური კამპანია ხორციელდება რადიკალური ოპოზიციისა და მის მიერ კონტროლირებადი მედიის მხრიდან.

ვფიქრობ, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, ეს სადავო გადაწყვეტილება იქნება, რომლის გასაჩივრება აუცილებლად საკონსტიტუციო სასამართლოში მოხდება: ავთანდილ დემეტრაშვილი უმრავლესობის გადაწყვეტილებას აფასებს

როგორც არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული ფაქტი მიუთითებს დემოკრატიის ხარისხსა და განსხვავებული აზრის მიმართ დამოკიდებულებაზე, თავად ოპოზიციის შიგნით:

“დღევანდელი მოცემულობით, ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც ამომრჩევლის 39%-ის მხარდაჭერა აქვს, ჯერ კიდევ რჩება ბოიკოტის რეჟიმში. ვიმეორებ, ჩვენი სურვილია, რომ პარლამენტი იყო ზუსტად ისეთი სახით წარმოდგენილი, როგორც საზოგადოებამ აირჩია. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენ მივიღეთ მართებული გადაწყვეტილებები და კარი ჯერ კიდევ ღიაა”. – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, საზოგადოების უდიდესი ნაწილის და საერთაშორისო პარტნიორების სურვილი და მოლოდინია, რომ ოპოზიცია პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთოს იმ წარმომადგენლობით, როგორც ეს ამომრჩეველმა გადაწყვიტა, ეს სურვილი კი თალაკვაძის განმარტებით, დემოკრატიის პრინციპებზე მიუთითებს:

ხელისუფლების გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ დატოვეს სივრცე მოლაპარაკებებისთვის: კელი დეგნანი

“აშშ და ევროკავშირის ელჩები ფასილიტაციას უწევენ პოლიტიკურ დიალოგს, რომლის მიზანიც პოზიციების დაახლოება და პარტიების მუშაობის საპარლამენტო სივრცეში დაბრუნებაა. რა თქმა უნდა, ჩვენი სულისკვეთება არის თანხმობაში იმასთან, რაც სურთ ჩვენს მოქალაქეებს და რაც სურთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს. ეს სურვილი, ამ შემთხვევაში, სრულად ასახავს დემოკრატიის პრინციპს, რომ მონაწილეობა არის დემოკრატიის ფუნდამენტი”. – განაცხადა თალაკვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები