LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ჩემპიონმა სექსში მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ტაქტიკა გაამხილა

118
Screenshot 2024-08-20 105022

სექსში ევროპის პირველი ჩემპიონატის გამარჯვებულმა თქვა, რომ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას და გამარჯვების ტაქტიკა გაამჟღავნა. ინფორმაციას The Daily Star ავრცელებს.

სექსის ევროპის 2023 წლის სკანდალური ჩემპიონატის გამარჯვებულად გამოცხადებულმა 27 წლის ხორვატმა მარია ზადრავეცმა განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას სექტემბერში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატში.

მომავალი შეჯიბრის მთავარი მახასიათებელი 140 მაყურებლის ყოფნა იქნება. ზადრავეცმა თქვა, რომ ეს გარემოება მას კიდევ უფრო აღძრავს და მზადაა ცოცხალი აუდიტორიის წინაშე ტიტული დაიცვას. ქალმა თქვა, რომ აპირებს “დიდ ძალისხმევას” გამარჯვებისთვის. მისი თქმით, ეს მისი გამარჯვების ტაქტიკაა. „ხალხი მაღელვებს და მაძლევს მოტივაციას, რომ კიდევ უფრო უკეთესად გამოვიდე. რაც უფრო მეტი მაყურებელია, მით უფრო დიდია მღელვარება და მით უფრო ძლიერად ვავლენ ყველაფერს“, – განმარტა ზადრავეცმა.

მანამდე Daily Star-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ ერთი წლის წინ მოგებული თანხა BMW-ის შესაძენად და მკერდის გადიდებაში დახარჯა.

28 სექტემბერს სტოკჰოლმში შვედეთის სექსის ფედერაციის ორგანიზებით, 2024 წლის სექსის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები