LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ქალაქებში გამგზავრება, შესაძლოა, იაფად თბილისიდანაც შეძლოთ – Wizz air დედაქალაქში შემოსვლაზე ფიქრობს

189
7b6448060b2e4011130f5a786c3eff2d

ქუთაისის შემდეგ თბილისი – Wizz air არ გამორიცხავს, ფრენა საქართველოს დედაქალაქიდანაც დაიწყოს. საკითხზე BMG-თან ინტერვიუში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ისაუბრა.

ჟაჟა ტრუბეკიმ თქვა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მოლაპარაკებებს ყოველთვის აწარმოებდნენ, თუმცა ამ დრომდე, შეთანხმება ვერ შედგა.

“სამწუხაროდ, თბილისის აეროპორტში მოსაკრებელი მაღალია. მოგეხსენებათ, ბიუჯეტური ავიაკომპანია ვართ და ვცდილობთ, დაბალი ფასი შევინარჩუნოთ, რათა უფრო მეტმა მგზავრმა შეძლოს ჩვენთან ერთად ფრენა, ეს არის ჩვენი მისია. ამ ეტაპზე, ქუთაისიდან დავფრინავთ და გარწმუნებთ, რომ მომავალშიც შევინარჩუნებთ ფრენებს. ყოველთვის უკეთესის მოლოდინი გვაქვს და შესაძლოა, მომავალში თბილისიდანაც ვიფრინოთ”,- აცხადებს ჟაჟა ტრუბეკი BMG-თან ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g