ესპანეთში ბარები და რესტორნები უკვე გაიხსნა, თუმცა კერძებით სიამოვნების მიღება ან დალევა, ჯერ მხოლოდ ტერასაზე შეიძლება.
თავისუფლების ჩასუნთქვა შეუძლიათ მადრიდისა და ბარსელონას მაცხოვრებლებს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ ორ ქალაქში ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვლილთა დიდი რაოდენობა.
არიან ისეთებიც, რომლებშიც შემსუბუქებული შეზღუდვები პროტესტს იწვევს.
ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. უცნობია, ყველაფერი როგორ შეიძლება რომ შემობრუნდეს. შესაძლოა ეკონომიკური შედეგები ქვეყნისთვის მძიმე აღმოჩნდეს.
საბერძნეთში დღეიდან ქვეყნის შიდა ტურიზმი გაიხსნა. ტურიზმის აღორძინება, ათენის ერთ-ერთი მიზანია. ტურიზმი ქვეყანაში ძალიან დაზარალდა და მისი სწრაფად და ეფექტიანად აღდგენა უნდა მოხდეს.
გერმანიაში, სადაც შეზღუდვების შემსუბუქება სხვა ქვეყნებზე ადრე დაიწყეს, ბოლო დღეებში კლასტერების რიცხვი იმატებს. ორი, ყველაზე დიდი კლასტერი დადასტურდა ხორცის გადამამუშავებელ ქარხნებში, ასევე კლასტერი დაფიქსირდა ბაპტისტურ ეკლესიაში, ასეულობით მომლოცველი კორონავირუსით დაინფიცირდა.
თურქეთში ეპიდოლოგიური სიტუაცია ევროპასთან შედარებით ნაკლებად რთული იყო.
ექიმები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მასობრივი ტესტირება დაიწყეს და დაინფიცირებულთა იზოლაცია მოახდინეს.
საფრანგეთში ორშაბათიდან გეგმავენ ახალ შეზღუდვების შემსუბუქებას. ამაში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომელიც ეხება ბარებისა და რესტორნების გახსნას. ასევე სასტუმროებისა და კემპინგის გახსნა იგეგმება, ფრანგებს ასევე უნდა აუხსნან, როგორ შეეძლებათ შვებულების გატარება.
საფრანგეთის ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ხალხს არ უნდა ურჩიონ საზღვარგარეთ წასვლა იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე ეხება იტალიასა და ესპანეთს.