ბრიტანეთი ერთადერთი წამყვანი ქვეყანაა ევროკავშირში, სადაც ხელფასის საშუალო ოდენობამ მოიკლო, ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.
„ევროსტატის“ მონაცემებით, ევროკავშირის ყველა სხვა ქვეყანაში, გარდა კვიპროსისა, შემოსავალი გაიზარდა. ყველაზე მაღალი შემოსავალი დანიაში, ირლანდიაში და შვედეთშია, ყველაზე დაბალი – ბულგარეთში, რუმინეთში და ლიტვაში.
ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, ორგანიზაციაში შემავალ ქვეყნების ნაწილში ექვსიდან ერთ ადამიანს აქვს დაბალი შემოსავალი. შვიდ ქვეყანაში კი, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ლატვიაში, რუმინეთში, ლიტვაში, პოლონეთში, ესტონეთში – პროპორცია უფრო მაღალია : ხუთიდან ერთ ადამიანს აქვს დაბალი შემოსავალი.
თუმცა, აუცილებლად აღსანიშნია, რომ ევროპაში უმუშევრობის დონე დაბალია. ყველაზე მეტი დაუსაქმებელი ადამიანი კი ლატვიას ჰყავს.
