LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში ინვესტიციების მოცულობის გაორმაგებას გეგმავს

32

საქართველო არის ეკონომიკურად და პოლიტიკურად ყველაზე სტაბილური ქვეყანა რეგიონში,–ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის(EIB) ვიცე-პრეზიდენტმა ლასლო ბარანიაიმ  საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.ლასლო ბარანიაის განმარტებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს, გააორმაგოს ინვესტიციების მოცულობა მომდევნო წლების განმავლობაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო EIB –ის მიერ დაფინასებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას და თანამშრომლობის პერსპექტივებს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გზებზე და აღინიშნა  მიმართულებით ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

ლასლო ბარანიაის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად უჭერს  მხარს საქართველოს მთავრობის რეფორმების კურსს და განიხილავს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას.

„პრემიერ-მინისტრთან ერთად ვისაუბრეთ მიმდინარე საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან და მის ეკონომიკურ სტრუქტურებთან, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებთან. დღესდღეობით, ჩვენი ინვესტიციების ოდენობა აღემატება 700 მილიონ ევროს, რომლის გაორმაგებასაც ჩვენ ვგეგმავთ მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში. ჩვენი აქტიური საქმიანობა ეხება ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესები, ასევე თანამშრომლობა რამდენიმე ქართულ ბანკთან. რასაკვირველია, ჩვენი სურვილია, სხვა სფეროებშიც გავააქტიუროთ ჩვენი საქმიანობა, რადგანაც თქვენს ქვეყანასა და მის ეკონომიკას აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი და შესაბამისი პირობები.პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩვენ ასევე განვიხილეთ სხვა შესაძლებლობები და გზები, კერძოდ განათლების სფეროში და სოციალური ინფრასტრუქტურის სხვა მიმართულებებში ჩვენი ჩართულობის გზები. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან კარგად მიმდინარეობს. გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება,“–განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g