როგორი წვიმიანი, მოწყენილიც არ უნდა იყოს შემოდგომა, აუცილებლად შეგიყვარდებათ ღრუბლიანი ამინდი, თუ „მელანქოლიურ სეზონზე“ ევროპას ესტუმრებით.
ტალინი, ესტონეთი – შუასაუკუნეების არქიტექტურა, ვიწრო სიმპათიური ქუჩები და სახლები პასტელის ფერებში – შემოდგომაზე ტალინი განსაკუთრებით ლამაზია, მით უფრო, რომ არაჩვეულებრივი ურბანისტული პეიზაჟებით დატკბობა მყუდრო კაფეში ფინჯანი ყავით და გემრიელი ორცხობილითაც შეიძლება.
ბრიუგე, ბელგია – ბრუგე წელიწადის ნებისმიერ სეზონზე მშვენიერია, თუმცა შემოდგომის ქალაქი, რომელიც წითელ-ყვითელ ფერებში „იღებება“, ყველაზე თავგამოდებულ ცინიკოსსაც სენტიმენტალურ გრძნობებს გაუღვიძებს.
პრაღა, ჩეხეთი – რა თქმა უნდა, პრაღა ერთხელ მაინც უნდა ნახოს ყველა ნამდვილმა მოგზაურმა, თუმცა, შემოდგომაზე, როცა ქალაქი ფერად ფოთლებში იძირება, ბაღებსა და პარკებში სეირნობას მართლაც არაფერი სჯობია.
პარიზი, საფრანგეთი – მართალია, ბანალურად ჟღერს, მაგრამ პარიზი ნებისმიერ სეზონზე მშვენიერია და განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, როცა შეყვარებულების ქალაქი, დიდი მხატვრების ფერწერულ ტილოებს ემსგავსება.
ბუდაპეშტი, უნგრეთი – გრანდიოზულ, თუმცა საკმაოდ ხელმისაწვდომ ბუდაპეშტში, სწორედ შემოდგომაზე შეიძლება საინტერესო კულტურული პროგრამის მოწყობა და ბიუჯეტურად დასვენება, რადგან ცნობილ თერმულ წყლებში ნებივრობა სწორედ შემოდგომის ცივ საღამოს, ღია ცის ქვეშაა განსაკუთრებით სასიამოვნო.
ლონდონი, ბრიტანეთი – კულტურის და ბრწყინვალე არქიტექტურის, ორიგინალური სამზარეულოს და ქაფიანი ლუდის დედაქალაქი, რომელიც ყოველთვის იღრუბლება შემოდგომაზე განსაკუთრებით მელანქოლიურია. ასე რომ, გაემგავრეთ ლონდონში და თავად შეიგრძენით ნისლიანი ალბიონის არაჩვეულებრივი ატმოსფერო.
დუბროვნიკი, ხორვატია – თუ ხავერდის სეზონზე კომფორტულად გსურთ დასვენება, მაშინ დუბროვნიკში გაემგზარეთ, რადგან ზღვა აქ, შემოდგომის დასაწყისშიც თბლია, ამინდი კი – მზიანი, ფასები „არასეზონური“, ტურისტები კი – ნაკლები, ამიტომ არავინ შეგიშლით ხელს არაჩვეულებრივი ბუნებრივი პეიზაჟებით და შთამბეჭდავი არქიტექტურული შედევრებით დატკბობაში.