LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპულ საქართველოს” საკმაოდ ნეგატიური და დესტრუქციული როლი აქვს- მათიკაშვილი ამბობს, რომ პარტიას რეიტინგი არ აქვს და სურს, ჩაშალოს ყველაფერი, რაზეც ხელი მიუწვდება

79
FORTUNA.GE- (1)

“ევროპულ საქართველოს” ყველა პროცესში საკმაოდ ნეგატიური და დესტრუქციული როლი აქვს. რეალურად, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ. საზოგადოებამ ნახა, რომ მათი რეიტინგი ძალიან დაბალია.” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა და აღნიშნა, რომ პარტიის დესტრუქციულ როლზე მეტყველებს განცხადებაც, რომ ისინი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიას სურს, ჩაშალოს ყველაფერი, რაზეც ხელი მიუწვდება:

“იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკურ პროცესებზე რამე პოზიტიური კვალი დატოვონ, კიდევ ერთხელ ხდება მათი ლუსტრაცია, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ანასხლეტი პარტიის. მათი ნეგატიური კვალი კარგად ჩანს. იმის გამო, რომ ამ პარტიას არანაირი რეიტინგი არ გააჩნია, სურს, ჩაშალოს ყველაფერი, რაზეც კი ხელი მიუწვდება.” – განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გუშინ თქვა, რომ ისინი არ აღიარებენ პარლამენტისა და  საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობას და აქედან გამომდინარე, კომისიის სხდომას არ დაესწრებიან.

ბოკერია აღნიშნავს, რომ კომისიის წევრებს არ სჭირდებათ მასალების მიწოდება არჩევნებთან დაკავშირებით, რადგან ის ისედაც საჯაროა.

პარტიის კიდევ ერთმა წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიას არჩევნების გაყალბების დამადასტურებელ დოკუმენტებს არ გადასცემენ და იმ შემთხვევაში, თუ დაიბარებენ, არც კომისიის სხდომაზე მივლენ.

magti 5g