„ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული გუნდის წევრებმა ძალოვან უწყებასთან „ყური“ მიიტანეს.
მათი თქმით, ამ აქცია-პერფორმანსის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსნონ ყველას, რომ ივანიშვილის რეჟიმი ძალაუფლებას სწორედ ამ ორგანოს დახმარებით ინარჩუნებს, რომელიც ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაცვლას, მათი მოსმენითა და შანტაჟითაა დაკავებული.
„ქვეყანას მართავს ბიძინა ივანიშვილი „კაგებეს“ მეთოდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით, რომელსაც ყური აქვს მიდებული ყველა ოჯახზე, ყველა მოქალაქეზე. ეს სამსახური ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეებისა და ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურებოდეს, ივანიშვილის რეჟიმისთვის ძალაუფლების შენარჩუნებისკენაა მიმართული- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ აქტივისტმა, ლაშა ელიაძემ
„ჩვენ „ევროპული საქართველოს“ აქტივისტებმა მოვიტანეთ ყური „ქართული ოცნების“ ლოგოთი, რომელიც დღევანდელი რეალობის აღმნიშვნელია, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად თითოეული ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქის მოსმენითა და შანტაჟითაა დაკავებული.
ისინი ემსახურებიან ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ ინტერესებს, რომელსაც სურს ქვეყანაში დიქტატურისა და რუსული პოლიტიკის დამკვიდრება. ჩვენ „ევროპული საქართველოს“ გუნდი, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ ივანიშვილს გამოვაცალოთ ხელისუფლებაში ყოფნის ეს ბერკეტი. აქედან გამომდინარე ჩვენ ვებრძვით ამ სისტემას.“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ აქტივისტმა, გიორგი ცინარიძემ