LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე „ჩაკრულო” შესრულდება

151
1539073190-ევროსაბჭო

მამუკა ბახტაძე დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გამოსვლამდე სხდომათა დარბაზში ქართული ფოლკლორული სიმღერა აჟღერდება, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა.

ანსამბლი „რუსთავი“ „ჩაკრულოს“ საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით შეასრულებს.

მამუკა ბახტაძეს მოხსენებისთვის 20 წუთი ექნება. შემდგომი 40 წუთი კი, განკუთვნილი იქნება იმისათვის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ევროპულ გზაზე მიღწევებსა თუ გამოწვევებზე ევროპელ პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხოს.

პრემიერის სიტყვით გამოსვლა სიმბოლურად საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავს ეძღვნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g