LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭოსა და NATO-ში გაერთიანება ჩვენი მიზანი არ არის, საშუალებაა, რომ ქვეყანა იყოს უსაფრთხოდ: ირმა ზავრადაშვილი

255
ირმა ზავრადაშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის თქმით, ევროსაბჭოსა და NATO-ში გაერთიანება “ჩვენი მიზანი არ არის, არამედ ჩვენი საშუალებაა, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ იყოს.”

“რაც შეეხება მიზანსა და იდეას,  ეს ჩვენ გვჭირდება, რომლის გარშემოც გავერთიანდებით კიდევ ერთხელ, როგორც 2012 წელს და ყველა გამოწვევას, ყველა პრობლემას აუცილებლად დავძლევთ,” – განაცხადა  ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე ირმა ზავრადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

დღეს პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს უყრის

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები