LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსტილში ფოლადის მასალის ყველაზე ფართო არჩევანია: „ნდობა, რომელსაც ვამართლებთ“

608
195004137-1148398542232148-8998685316095548027-n

„ნდობა, რომელსაც ვამართლებთ“ – ეს „ევროსტილის“ დევიზია, უმსხვილესი კომპანიის, რომელიც 2016 წელს დაარსდა და სულ მალე ქვეყნის სამშენებლო სექტორში ლიდერის პოზიცია დაიკავა, რომელსაც ამჟამადაც ღირსეულად ინარჩუნებს. კომპანია თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან.

„ევროსტილი“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, ექსპერტების გუნდი მუდმივად ზრუნავს, რომ შეარჩიოს უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები. უფრო დეტალურად „ევროსტილის“ საქმიანობის შესახებ „ფორტუნას“ ინტერვიუდან გაიგებთ. ჩვენ კომპანიის მენეჯმენტს ვესაუბრეთ.

-სად ხართ წარმოდგენილები და რამდენ ადამიანს ასაქმებთ?

„ევროსტილი“ მუდმივად ზრუნავს ბრენდის გაფართოებასა და განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს ხალხის დასაქმებას. ამჟამად, ჩვენთან დასაქმებულია 70-ზე მეტი ადამიანი, თუმცა მომავალში ვგეგმავთ ზრდას, რაც თავისთავად მოითხოვს ახალი კადრების მოზიდვას. ჩვენი მისამართებია: ქ.თბილისი კ.სტანისლავსკის 2 ( გამოფენის და ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია); ქ. ბათუმი, ბაგრატიონის 97/99.

-რა და რამდენი დასახელების პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ ფოლადის მასალის თითქმის ყველა სახეობას. მათ შორის არის: არმატურა, პროფილური მილი, ლითონის ფურცელი, მრგვალი მილები და ა.შ. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მასალებისა, რომელსაც შეხვდებით „ევროსტილში“.

-რითი ხართ გამორჩეული კონკურენტებისგან?

„ევროსტილში“ არის ფოლადის მასალის ყველაზე ფართო არჩევანი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის, როგორც საბითუმო, ასევე საცალო ფასად. გარდა ამისა ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს კომფორტულ გარემოსა და მაქსიმალურად სწაფ მომსახურებას. კომპანიის ზრდა განპირობებულულია მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით, კვალიფიციური თანამშრომლებით. კომპანიის მიზანია, მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება, მაღალი ხარისხითა და დაბალი ფასებით, რომელიც დაფუძნებულია სტაბილურ თანამშრომლობაზე, სანდოობასა და ხარისხზე.

-საიდან ხდება იმ პროდუქციის იმპორტი, რომლის რეალიზაციასაც ახდენთ?

მასალის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნიდან ხდება, თუმცა, ძირითადად მასალები ჩამოდის შემდეგ ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ ადგილობრივ კომპანიებთან და გარდა ევროპული პროდუქციისა, რეალიზაციაში გვაქვს ასევე საქართველოში წარმოებული მასალები.

– რამდენად კონკურენტუნარიანი ფასებია თქვენთან?

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, კონკურენცია საკმაოდ მაღალია, თუმცა ჩვენ წარმატებით ვახერხებთ კონკურენტული ფასების შენარჩუნებას. მუშაობის დიდი გამოცდილება იძლევა ჩვენი კომპანიის საიმედობასა და სტაბილურობაში დარწმუნების შესაძლებლობას. კომპანიაში დაინერგა და ეფექტურად ფუნქციონიერებს ხარისხის მართვის, თანამედროვე ტექნოლოგიების სისტემა.

-გარდა პროდუქციის რელიზაციისა, რა სერვისს სთავაზობთ მომხმარებელს?

„ევროსტილი“ გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს უმოკლეს დროში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე დაბალ ტარიფებში. თქვენ ასევე შეძლებთ ისარგებლოთ მასალის ჭრის მომსახურების სერვისით, თქვენთვის სასურველ ზომებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g