LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეზოთერიკოსი და წინასწარმეტყველი გოგა მანია: „ხილვები ჩემთან მაშინ მოდის, როცა ვთვლემ, ან საჭესთან ვზივარ… გაუძელით ცოტაც, ყველაფერი კარგად იქნება!“

1148
გოგა-მანია

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია წინასწარმეტყველი, ეზოთერიკოსი, გოგა მანია, რომელმაც გადაცემაში უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

„ძალიან მარტივი რიტუალი შემიძლია გასწავლოთ… არსებობს რამდენიმე ნივთი, რომელიც ხსნის ფინანსურ ბლოკს“ – ეზოთერიკოსი გოგა მანია სტუმრად „ფორტუნა პლუსში“

გოგა, როგორც ვიცი, სხვა ქვეყანაში ცხოვრობდი და აქ დაბრუნების შემდეგ კვლავ აპირებდი უკან გამგზავრებას…

მინდა ვთქვა, რომ უზომოდ მიყვარს სამშობლო და შანსი რომ მქონდეს, ისევ ჩემს საქართველოში დავიბადებოდი…

ბოლო ერთ წლის განმავლობაში განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვე, როგორ მოხდა ეს?

ეს თავისით მოხდა, ჩემი თვითმიზანი პოპულარობა არ ყოფილა. ეს ყველაფერი ნდობითა და სიმართლის თქმით მოვიდა. ჩემთან მოსული ადამიანი აუცილებლად ბედნიერი რჩება. მე ადამიანის შეცნობა ტაროს გარეშეც შემიძლია. ის, უბრალოდ, ჩემთვის ერთგვარი ხელმოსაჭიდია. ძალიან რთულია ამ ენერგიების მართვა, თუმცა, როცა ამ ვალდებულებას იღებ, იყო ეზოთერიკოსი, მაშინ უკვე სხვა გზა არ გრჩება.

უამრავი ადამიანი გწერს და გირეკავს, თუ გრჩება თავისუფალი დრო საკუთარი თავისთვის და როცა მარტო რჩები, რა ხდება მაშინ… როგორ მოდის შენთან წინასწარმეტყველება?

ეს გახლავთ ტრანსფორმაციის პერიოდი, რომელიც ყველასთან სხვადასხვაგვარად ხდება. ამისთვის უნდა ვიყოთ მარტო, აუცილებელია მედიტირება, ასტრალი. მინდა გითხრათ, რომ ასტრალში გადის ყველა, ვისაც სძინავს.

რაც შემეხება მე, წინასწარმეტყველება ჩემთან თვლემის პროცესში და აგრეთვე საჭის მართვისას მოდის.

როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ჯადო აქვს გაკეთებული?

მოსულან ჩემთან ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი დაზიანებები ჰქონიათ, სწორედ სოციალურ ქსელებში ამოკითხული არასწორად ჩატარებული რიტუალების გამო. ერთხელ ჩემთან მოვიდა პაციენტი, ჩანთა ფულით ჰქონდა სავსე და მას მთავაზობდა, ის ბიზნესპარტნიორის ენერგეტიკულ დაზიანებას მთხოვდა. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი. მე მძინავს მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობ თავს. როცა ეგზორციმის რიტუალს ვაკეთებ, ნაწილი ამ ვიბრაციებისა, სიმძიმე გადმოდის ჩემზე, ზიანდება გამკეთებელი და ვზიანდები მეც.

არ უნდა გეშინოდეთ არაფრის, გეშინოდეთ ადამიანების, რომლებიც ერთმანეთს ცუდ რაღაცებს უკეთებენ. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მას თვალი აქვს, რომც არ ჰქონდეს, ის უკვე ამ სიტყვებით ვალს იღებს. ანუ ეს არის საკუთარი თავის დაზიანება. მნიშვნელოვანია ლოცვა, მედიტაცია, ბუნებასთან კონტაქტი.

რაც შეეხება რიტუალებს, არსებობს დაბალვიბრაციული რიტუალები, რაც დამაზიანებელია. სანთლის ანთების დროს, ორი პორტალი იხსნება, – მარჯვენის და მარცხენის, თუ ადამიანი მზად არ არის, ამით დაიზიანებს საკუთარ თავს და გახდება შეპყრობილი.

მითია თუ რეალობა, რომ არსებობს ნივთები, რომლებიც იცავენ ადამიანს ავი თვალისგან?

ცხადია, გარკვეული ნივთი იღებს თვალს. ნაჩუქარ ნივთს აუცილებლად სჭირდება გაწმენდა, თუნდაც გამდინარე წყალში. წყალი იღებს უარყოფით ენერგიას. ეცადეთ, ნახევრად ძვირფასი ქვებიანი სამკაულები არ გააკაროთ სხვას.

როდის დასტაბილურდება სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში?

გული მტკივა ცხადია, იმის გამო, რაც ხდება, თუმცა გეტყვით, ყველაფერი რაც ხდება, ხდება იმისთვის, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს, ეს სიტუაცია გაგრძელდება პატარა პერიოდის განმავლობაში, გაუძელით ცოტაც, ყველაფერი კარგად იქნება. ნგრევას მოჰყვება შენება. საქართველო მუდამ დაცული იქნება, მას იცავენ საუკეთესო წმინდა ენერგიები. ჩვენი ქვეყანა არის ეპიცენტრი, გასაღები, რომელსაც შეუძლია მართოს მსოფლიო. ის მართლაც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ჩემი წინასწარმეტყველებაა აგრეთვე ის, რომ ადამიანი, რომელიც ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოდა, ჩვენ მალე მას დავკარგავთ. ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა.

განაცხადე, რომ მარტო უნდა იცხოვრო და ცოლი არასდროს მოიყვანო, შენს ამ განცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

პირველად სწორედ თქვენს ეთერში ვიტყვი, რომ მე ვიყავი დაოჯახებული, ეს მოხდა საზღვარგარეთ და ცოტა ხანი გაგრძელდა. საშინელი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, მაშინ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ასე არ შეიძლებოდა და იმ პიროვნების ტანჯვას იწვევდა, ვინც ჩემ გვერდით იყო. როცა სამყარო რაღაცას გაძლევს, სანაცვლოდაც აუცილებლად წაიღებს.

როგორც ვიცი, გადაცემის დაწყებას გეგმავ

ეს გადაცემა იქნება ამოუხსნელ მოვლენებზე, მოვლენებზე, რაზეც საუბარიც დღეს უკვე აღარ სურთ. გადაცემა იქნება ჯადოებზე, ტაროლოგიაზე და ა.შ… საინტერესო საგანმანათლებლო გადაცემა იქნება. გვეყოლება ცნობილი სტუმრებიც, გადაცემის სახელი იქნება „სხვა რეალობა გოგა მანიასთან ერთად“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები