LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fabrika, Cafe Stamba, Lolita – „აჭარა ჯგუფი” საკუთარ ობიექტებს ივნისიდან გახსნის

357
97817962-3078756988908065-8358814211299606528-o

„აჭარა ჯგუფი” კუთვნილ რესტორნებს, კაფეებსა და სასტუმროებს ივნისიდან ეტაპობრივად გახსნის.

კომპანიის ინფორმაციით, 7 ივნისიდან გაიხსნება Lolita და Cafe Stamba, ასევე, Rooms Hotel Tbilisi-სა და Rooms Hotel Kokhta-ს რესტორნების ღია სივრცეები და Fabrika-ს შიდა ეზო. 15 ივნისიდან კი სტუმრების მიღებას განაახლებს სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi და Rooms Hotel Kokhta.

„გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს სტუმრებს, მეგობრებსა და პარტნიორებს მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის. მოგვენატრა თქვენთან შეხვედრა და მოხარულები ვართ, რომ ამის შესაძლებლობა ძალიან მალე მოგვეცემა. პანდემიამ ყველა უამრავი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა და ახლა, როგორც არასდროს, განსაკუთრებული ძალისხმევით უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

„აჭარა ჯგუფისთვის” უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა. ამიტომაც, უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ უსაფრთხოების ახალი რეგულაციებისა და სტანდარტების შემუშავებაზე, რათა ჩვენთან ყველამ დაცულად იგრძნოს თავი“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, „აჭარა ჯგუფმა” პანდემიით გამოწვეული სირთულეების მართვისას დიდი გამოცდილება შეიძინა. „აჭარა ჯგუფის“ ყველაზე მასშტაბური სასტუმრო Holiday Inn Tbilisi საკარანტინო ზონად იყო გამოყენებული. მათი რესტორნები კი, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, დისტანციურ შეკვეთებზე მუშაობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g