LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-ი დაწყვილებისა და გაცნობის ფუნქციას ამატებს

97

Facebook-ი დაწყვილებისა და გაცნობის ფუნქციას ამატებს. ამ სიახლის საშუალებით მომხმარებელს პარტნიორის მოძებნა შეეძლება.

სოციალური ქსელის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის, თქმით, აქამდე არსებული მსგავსი გაცნობის აპლიკაციებისგან განსხვავებით, Facebook-ის მიზანი ნამდვილი, ხანგრძლივი ურთიერთობების შექმნა იქნება. ამის მისაღწევად კი სოციალურ ქსელში მარტოხელად (single) მონიშნულ ადამიანებს მსგავსების ნიშნით დააკავშირებს.

კანდიდატები იქნებიან მეგობრების სიის მიღმა და მომხმარებლის მეგობრები გაცნობის ანკეტას ვერ ნახავენ.

ცუკერბერგის თქმით, ეს სიახლე მომხმარებელს Facebook-ზე უფრო დიდხანს ამყოფებს, რითაც ქსელის კონკურენტუნარიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.

სოციალური ქსელის ეს ფუნქცია რამდენიმე თვეში ამუშავდება. მარკ ცუკერბერგის ამ განცხადების შემდეგ ონლაინ-გაცნობის სერვისის Tinder-ის აქციები 18%-ით დაეცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g