LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-ი Messenger-ის აპლიკაციაში ,,საიდუმლო ჩატების’’ ფუნქციას დაამატებს

58

არც ისე დიდი ხანია რაც სხვადასხვა მესენჯერებში ახალი end-to-end დაცვის სისტემა დაინერგა, რაც მომხმარებლებს 99%-იან გარანტიას აძლევს პირადი ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ტექნოლოგიის შესახებ, პირველად WhatsApp მესენჯერის მომხმარებლებს შეატყობინეს, რაც ტენდენციურად სხვადასხვა მესენჯერებზეც თანდათანობით გავრცელდა.

Facebook-ის ოფიციალურ ბლოგზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომელიც Facebook Messenger-ის ანალოგიურ ფუნქციას ეხება.

,,როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჩვენი მომხმარებლებისთვის დამატებითი გარანტიები გაცილებით უფრო კომფორტულ გარემოს ნიშნავს, სწორედ ამიტომ შევეცადეთ Facebook Messenger-ი გაგვეხადა უფრო მეტად დაცული ვიდრე აქამდე’’ – აღნიშნავენ კომპანიის ბლოგზე.

ამ ტექნოლოგიის ჩაშენებით, Facebook Messenger-ი აქამდე End-to-end დაცვის მქონე მესენჯერების ჯგუფს შეუერთდა.

აღნიშნული ფუნქციის გააქტიურებისას კონკრეტულად ერთ სმარტფონში დაწყებული საუბრების ისტორიის ნახვა სხვა გაჯეტიდან ან კომპიუტერის Facebook Web–იდან შეუძლებელი იქნება.

ამ ეტაპისთვის საიდუმლო ჩატების ტესტირება მიმდინარეობს. იგეგმება ჯგუფური ჩატების დამატებაც. 2016 წლის ბოლომდე სავარაუდოა, რომ აღნიშნული ფუნქცია ყველა Facebook მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები