LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook ჯგუფებში მესენჯერის მსგავს სერვისებს რთავს

181

დღეიდან Facebook-ში ჯგუფებს ახალი ფუნქცია დაემატა. კონკრეტულ ჩატში გაწევრიანება და სასურველ თემაზე დისკუსია შიდაჯგუფური მესენჯერის 250-მდე მომხმარებელს შეუძლია. ამის შესახებ TechCrunch-ი წერს.

ჩატში ვიდეო- და აუდიოზარების შესაძლებლობაცაა, რომლითაც სარგებლობა ერთდროულად 50-მდე მომხმარებელს შეუძლია.

ახალი ფუნქციის ამოქმედების მიზანი, ჯგუფის წევრებისთვის კონკრეტულ  თემაზე ინფორმაციის გაცვლაა. ჯგუფურ ჩატში Facebook-ი თითოეული შეტყობინებით მომხმარებელს იქამდე არ შეაწუხებს, სანამ კონკრეტულ მომიწერაში გაწევრიანებაზე ექაუნთის მფლობელი თანხმობას არ განაცხადებს.

ტექნოლოგიური გამოცემების ინფორმაციით, Facebook-ი ჯგუფებისთვის ნელ-ნელა მესენჯერის მსგავს სერვისებს აამოქმედებს.

Facebook ჯგუფებს ყოველთვიურად 1,4 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g