Facebook-ი მალე ტრადიციულ სატელევიზიო ქსელებს დიდ კონკურენციას გაუწევს. პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა YouTube-ისა და Netflix-ის წინააღმდეგ გიგანტური ნაბიჯი გადადგა. მომხმარებლები მალე ახალ შოუებს იხილავენ. Watch list-ი პერსონალიზებული იქნება და მომხმარებელს შოუებს მისი მეგობრების მიერ ნანახი ვიდეოებიდან გამომდინარე შესთავაზებს. მაყურებლებს ვიდეოების საშუალებით მეგობრებთან ან კონკრეტულ ჯგუფებთან დაკავშირება შეეძლებათ.
მარკ ცუკერბერგის თქმით, შოუების ყურება პასიური არ იქნება, ვინაიდან ვიდეოები ერთი და იმავე იდეის ქვეშ გაერთიანებულ ადამიანებს დააკავშირებს.
Facebook-ზე შოუების ყურება სულ ცოტა ხანში გახდება ხელმისაწვდომი. დასაწყისში მომხმარებლებს სამოყვარულო კლიპების და საინფორმაციო ორგანიზაციების ვიდეოების ნახვა შეეძლებათ.