LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-მა პროგრამა შექმნა, რომელიც ყოფილი შეყვარებულის დავიწყებაში დაგეხმარებათ

85

Facebook-ის პროგრამისტებმა შექმნეს სპეციალური პროგრამა, რომელიც ყოფილი პარტნირების დავიწყებაში დაგეხმარებათ. სატესტო ვერსია უკვე ჩაშვებულია და ის მსურველებს აძლევს საშუალებას სამუდამოდ დაივიწყონ ექს-შეყვარებულები: „ჩვენ შევქმენით ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ადამიანებს მართონ ურთიერთობები ყოფილ პარტნიორებთან Facebook-ზე. როცა ეს ადამიანი ცვლის სოციალურ სტატუსს გვერდზე, პროგრამა ავტომატურად იწყებს მუშაობას“-აცხადებს სოციალური ქსელის მენეჯერი კელი უინტერსი.

პირველ რიგში თქვენს ყოფილ პარტნიორს აღარ ექნება წვდომა თქვენს გვერდთან, ისევე როგორც თქვენ ვერ ნახავთ მის აქტივობებს. მეტიც, საძიებო სისტემაში მისი სახელისა და გვარის აკრეფვისას, პროგრამა მას არ მოიძიებს. გარდა ამისა, ავტომატურად ქრება ყველა ის ფოტო, რომელიც ერთობლივადაა გადაღებული, ასევე იზღუდება იმ აუდიტორიის სია, რომელსაც წვდომა აქვს თქვენ ფოტოებთან, რათა მეგობრებმა ბევრი შეკითხვით თავი არ მოგაბეზრონ.

22

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g