LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FACEBOOK საკუთარ „ჭკვიან” საათს გამოუშვებს

96
Facebook-Secretely-Working-on-Smartwatch-Powered-by-Android-1024x576-1-800x450

FACEBOOK „ჭკვიანი“ საათების გამოშვებას გეგმავს. როგორც ბრიტანული independent წერს, სავარაუდოდ, ბაზარზე ახალი პროდუქტი 2022 წელს გამოჩნდება.

საათი ფოკუსირებული იქნება შეტყობინებების გაგზავნაზე, ანუ ახალი საათის მფლობელი შეძლებს, გაგზავნოს შეტყობინებები როგორც თავად ფეისბუქის, ისე მისი აპლიკაციების: Instagram, Messenger და WhatsApp-ის საშუალებით. გარდა ამისა, საათში ფიტნესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლის ფუნქციებიც იქნება ინტეგრირებული.

independent -ის ინფორმაციითვე, FACEBOOK-ის საათები ანდროიდის ბაზაზე შეიქმნება, თუმცა, მიუხედავად სმარტფონის ტიპისა, ჭკვიანი საათები ფიჭური კავშირგაბმულობის მეშვეობით იმუშავებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ საკითხზე საუბრისგან კომპანიაში, ჯერჯერობით, თავს იკავებენ. როგორც independent წერს, მათ კითხვით მიმართეს კომპანიის მენეჯმენტს, თუმცა ჭკვიანი საათების წარმოების საკითხზე Facebook– მა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g