LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას იწყებს

176
publika.ge-facebook-facebook-1024x576

Facebook ფაქტების გადამოწმების პროგრამას საქართველოშიც აამოქმედებს. კომპანია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას პარტნიორების დახმარებით ამოწმებს.

Facebook-ის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას Fact Check Georgia-სა და მითების დეტექტორთან პარტნიორობით აამოქმედებენ. კომპანიის განმარტებით, მითების დეტექტორი და Fact Check Georgia ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის მიერაა სერტიფიცირებული.

„გვიხარია, რომ Fact Check Georgia-სა და მითების დეტექტორთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას გავუშვებთ. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენ საკმაოდ სერიოზულად ვეკიდებით. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, გამოვნახოთ გზები, რომ ხელი შევუშალოთ ჩვენს პლატფორმაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას,“ – აცხადებს Facebook-ის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მენეჯერი, სოფი აიარსი.

ფაქტების გადამოწმების შემდეგ Facebook-გვერდებსა და ანგარიშებს, რომლებიც პერიოდულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ, მონეტიზაციისა და რეკლამის განთავსების შესაძლებლობებს ავტომატურად უზღუდავს. არასანდო ინფორმაციის შემცველი მასალა და ყალბი ამბები კი სოციალური ქსელიდან იშლება, იზღუდება მისი გავრცელება ან უკეთდება განმარტება, რომ ის შესაძლოა ცრუ ინფორმაციას შეიცავდეს.

„ფაქტების გადამოწმების პორტალის მიერ ცრუ ინფორმაციად შეფასებულ პოსტებს Facebook თვალსაჩინოდ მონიშნავს. ამით, მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, გამოარჩიოს, რამდენად მართალია პოსტი, რომელსაც ხედავს ან რომლის გაზიარებაც სურს“, – ნათქვამია Facebook-ის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g