LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაიზერის“ 400 ათასამდე დოზა შესაძლოა გამოუყენებელი დარჩეს: ამირან გამყრელიძე

2562
ამირან-გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, შესაძლოა, „ფაიზერის“ 400 ათასამდე დოზა დარჩეს გამოუყენებელი, რომელსაც ვადა მარტის ბოლომდე აქვს.

“ფაიზერის” 350-400 ათასამდე დოზას მარტის ბოლომდე აქვს ვადა. სახელმწიფოს, ჯანდაცვის სამინისტროს შეკვეთილი აქვს „ფაიზერის“ ახალი დოზები, რომელსაც ქვეყანა მარტის ბოლომდე მიიღებს. ვფიქრობთ, უწყვეტად გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი აპრილ-მაისშიც.” – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, სამწუხაროა რომ ერთ-ერთ საუკეთესო ვაქცინაზე მოთხოვნა დაცემულია.

“თუ ამ ტემპით წავიდა აცრები, არის რისკი რომ აუთვისებელი დარჩეს. მოგეხსენებათ, ჩვენ „ფაიზერის“ 2 მლნ დოზა გვქონდა ქვეყანაში, აქედან მილიონი სახელმწიფომ იყიდა, დანარჩენი კი დონაციის გზით არის შემოსული. ამოწურულია ის, რაც სახელმწიფო ბიუჯეტით ვიყიდეთ.” – განაცხადა გამყრელძემ.

მისი თქმით დარჩენილი ვაქცინები დონაციით გზითაა მიღებული.

“მიუხედავად იმისა, რომ ნაჩუქარია მაინც ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ასეთი ვაქცინა გვაქვს მაღალი დაცვით და მოსახლეობის აქტივობა დაბალია” – აღნიშნა გამყრელიძემ

ასევე, გვაქვს „სინოფარმი“ და „სინოვაკიც“. იანვარში სერიოზული კვლევა გამოქვეყნდა „სინოფარმზე“, საკმაოდ კარგი მონაცემებია „ომიკრონის“ მიმართ დამცველობაზე, განსაკუთრებით „ბუსტერის“ შემდეგ. „ბუსტერი“ დღეს უმთავრესია. მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანია ქვეყანაში ორჯერ აცრილი, ყველა ორჯერ აცრილმა რომ გაიკეთოს „ბუსტერი“, დამერწმუნეთ, სერიოზულად შემცირდება ფატალური შემთხვევები“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

magti 5g