LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფაიზერის” ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, შემთხვევებმა 85%-ით იკლო – კვლევა ისრაელში ჩატარდა

156
FORTUNA.GE-

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა “ფაიზერი”, პირველი დოზის მიღების შემდეგ, ადამიანებს დაინფიცირებისგან 85%-ით იცავს. 

კვლევა ისრაელში ჩატარდა, დამაიმედებელ შედეგებზე კი სამედიცინო ჟურნალი “ლანცეტი” წერს.

ისრაელის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში, Sheba Medical Center-ში, დაახლოებით, 7 000 სამედიცინო მუშაკი აცრეს. ვაქცინის მიღებიდან 15-28 დღის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ვირუსით ინფიცირების სიმპტომურმა შემთხვევებმა 85%-ით იკლო.

როგორც სამედიცინო ცენტრში განმარტავენ, კვლევაში, ძირითადად, ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანები მონაწილეობდნენ.

“ფაიზერით” ვაქცინაცია გასული წლის დეკემბერში დაიწყო. პირველი ქვეყანა, რომელმაც მოსახლეობის აცრა ამ ვაქცინით დაიწყო, დიდი ბრიტანეთი იყო.

ვაქცინა ორჯერადად კეთდება, აცრის ინტერვალი კი 15-21 დღეა.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც “ფაიზიერისა” და “ბიოენტეკის” მიერ წარმოებულ ვაქცინას უკავშირდება, არის ის, რომ მისი გამოცდა უკვე ფეხმძიმეებზეც იწყება.

კომპანიის ინფორმაციით, კვლევაში მონაწილეობას მიიღებს 4 000-მდე ფეხმძიმე, ვაქცინაცია კი ფეხმძიმობის 24-34-ე კვირაში ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები