LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაიზერით“ აცრა 16 წლიდანაც შეიძლება – ბრძანებას ხელი ეკატერინე ტიკარაძემ უკვე მოაწერა

353
PPPP

„ფაიზერის“ აცრა უკვე 16 წლიდანაც შეიძლება. ცვლილება ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შევიდა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აწერს ხელს.

ბრძანება საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული და ის უკვე ძალაშია.

ბრძანებაში წერია, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება 2 ინექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღეს.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა ყოველ შაბათ კვირას ჩამოვა საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g