LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფალავანდიშვილი ჟურნალისტებს: უნდა დაგაკავონ თქვენ და დააკავონ ტერორისტები

81
1

“თბილისი პრაიდის” ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, გურამ ფალავანდიშვილი წუხილს გამოთქვამს, რომ “ძალადობის ინიციატორებს”, “თბილისი პრაიდის” წარმომადგენლებას და ასევე მედიის წარმომადგენლებს არ აკავებენ.

ფალავანდიშვილმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა და მათ მედიატერორისტები უწოდა:

“გამოვთქვამ წუხილს, რომ არ აკავებენ ძალადობის ინიციატორებს, “თბილის პრაიდს” და მედიატერორისტებს, ტელევიზიებს, უნდა დაგაკავონ თქვენ და დააკავონ ტერორისტები. მე ვაანოსნებდი იმას, რომ შეიძლება ყოფილიყო… იმიტომ რომ იყო ტერორი თქვენი მხრიდან და შეიძლებოდა ჩვენც მოვმკვდარიყავით და ყველა მომკვდარიყო”, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს სამართალდამცავებმა გურამ ფალავანდიშვილი შვილთან, ალექსანდრე ფალავანდიშვილთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის დაკავებას არ ელის. მისივე თქმით, სახლიდან სამართალდამცავებს კანონთან შეუსაბამო ნივთმტკიცება არ ამოუღიათ.

სამართალდამცავები გურამ ფალავანდიშვილის სახლში დილიდან იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის ზურაბ მახარაძის სახლშიც.

თუ გამოძიებაზე “ამერიკისგან და ევროპისგან იქნება ზეწოლა”, დამაკავებენ – ზურაბ მახარაძემ პოლიცია დატოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g