LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფანები ფიქრობენ, რომ ლედი გაგას ახალ ალბომში ბიონსესთან დუეტის – Telephone სიქუელი შევა

198
lady-gaga-beyonce-collaboration-rumors-zz-240212-fc4d5f

ლედი გაგა ახალი დისკის გამოსაშვებად ემზადება. ამერიკელი მომღერლის ინფორმაციით, მისი მეშვიდე სტუდიური ალბომი, რომლის სახელწოდება ამ დრომდე უცნობია, დღის სინათლეს, 2025 წლის თებერვალში იხილავს. ზუსტი თარიღი 38 წლის შემსრულებელს არ გაუმხელია.

ვიდრე, მუსიკოსი მორიგ ფირფიტას წარადგენს, იქამდე ის ფილმის ,,ჯოკერი: ორთა აშლილობა” პრომოუშენითაა დაკავებული. მუსიკალური ფსიქოლოგიური თრილერი, რომელშიც უნივერსალური ხელოვანი ჰარლი ქუინს განასახიერებს, ქართულ კინოგაქირავებაში, 3 ოქტომებრს ჩაეშვება.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში შეკითხვაზე, მოვისმენთ თუ არა არტისტის მომავალ მუსიკალურ პროექტში ბიონსესთან დუეტს, რომელიც მათი 2010 წლის ჰიტის – Telephone გაგრძელება იქნება, მან პასუხს თავი აარიდა.

საკულტო ტანდემის სიქუელს მსმენელი დიდი ხანია ელოდება, რის გამოც მოლოდინი მის მიმართ კიდევ უფრო გამძაფრდა.

ცნობისთვის, ლედი გაგამ Telephone თავდაპირველად, ბრიტნი სპირსისთვის დაწერა. მოგვიანებით, მან სიმღერა ბიონსესთან თანამშრომლობით, 2008 წლის სადებიუტო სტუდიური ალბომის – The Fame, 2009 წლის ხელახალ გამოცემაში – The Fame Monster წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები