LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ საქართველო არის აღმოსავლეთის პატრნიორობის ლიდერი და შიშობენ არ დაგვკარგონ: ვახუშტი მენაბდე

53
FORTUNA.GE- (1)

“ახლა ჩვენი პოლიტიკური ძალები, ქვეყანა რომ ადარდებდეთ, ამ კრიზისის შესაძლებლობად ქცევისთვის უნდა მუშაობდნენ, მაგრამ არამგონია რომელიმე მათგანი პირადი გამორჩენის გარდა, სხვა რამეზე ფიქრობდეს.” – კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” პოსტს აქვეყნებს და ევროპარლამენტში დებატების მიმდინარეობისას შუქის ჩაქრობას სიმბოლურს უწოდებს.

მენაბდე აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტარების ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ რიგგარეშე არჩევნები დამოუკიდებლად, საარჩევნო კანონმდებლობის, მართლმსაჯულებისა და საპარალმენტო ზედამხედველობის მიმართულებით ფუნდამენტური რეფორმების გარეშე, მოკლევადიანი გამოსავალია და ამბობს, რომ საჭიროა პაკეტი, რომელიც საქართველოში დემოკრატიის  განვითარებას უზრუნველყოფს:

“ევროპარლამენტში საქართველოზე გამართული დებატების მიმდინარეობისას სიმბოლურად შუქი ჩაქრა. დებატები ცოტა ხნის წინ დამთავრდა. ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ საქართველო არის აღმოსავლეთის პატრნიორობის ლიდერი და შიშობენ არ დაგვკარგონ. ამიტომ აამოქმედეს ყველაზე მაღალი დონის მექანიზმი – ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული მედიაციის პროცესი.

მკაფიოა, ევროპარლამენტარების, ნაწილი მაინც ფიქრობს რომ რიგგარეშე არჩევნები დამოუკიდებლად, საარჩევნო კანონმდებლობის, მართლმსაჯულებისა და საპარალმენტო ზედამხედველობის მიმართულებით ფუნდამენტური რეფორმების გარეშე, მოკლევადიანი გამოსავალია. საჭიროა პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს ქართული დემოკრატიის მდგრად განვითარებას.

ახლა ჩვენი პოლიტიკური ძალები, ქვეყანა რომ ადარდებდეთ, ამ კრიზისს შესაძლებლობად ქცევისთვის უნდა მუშაობდნენ, მაგრამ არამგონია რომელიმე მათგანი პირადი გამორჩენის გარდა სხვა რამეზე ფიქრობდეს.” – წერს მენაბდე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g